23:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 20:41:33, 1728 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: საქართველოს წიაღისეულის ათვისების სტრატეგიას შევიმუშავებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მიმდინარე წლის ბოლომდე წიაღისეულის ათვისების სტრატეგია ექნება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვისას, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ საქართველოს საკმარისი წიაღისეული აქვს, მაგრამ მისი ათვისების სტრატეგია არ გააჩნია.

„ჩვენ ამჟამად აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობთ და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე მის მიღებას შეძლებთ. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი შემდეგ ძირითად კითხვებზე: 1. რა რესურსს ვვარაუდობთ რომ გვაქვს, თუ გავითვალისწინებთ იმ მონაცემებს, რომლებიც დღეს გაგვაჩნია; 2. რამდენი უნდა ჩავდოთ ჩვენ, მთავრობამ ბიუჯეტიდან ამ რესურსის შესწავლაში, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად გავანაწილოთ ლიცენზიები, ასევე გავყიდოთ ისინი აუქციონზე მაქსიმალურად მომგებიან ფასად როგორც მთავრობისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. 3. ასევე გასათვალისწინებელია ინფრასტრუქტურაც ტვირთების გადაზიდვებისთვის, რაც აუცილებელია წიაღისეული რესურსების ასათვისებლად", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics