|
2018-07-14 19:29:40, 780 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე კაპანაძეს - მე ვუთხრა პარლამენტს რა ინტენსივობით უნდა მოხდეს კომუნიკაცია? რასაც გადაწყვეტთ, იმას შევასრულებთ
"ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის კითხვას, რამდენად ხშირად ექნებათ კომუნიკაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებს პარლამენტთან. ბახტაძის თქმით, ორი სახელისუფლებო ორგანოს კომუნიკაცია პარლამენტზეა დამოკიდებული. "ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან და გიდასტურებთ, რომ ეს კომუნიკაციის ხარისხი და ინტენსივობა იქნება ევროპული დემოკრატიის ყველაზე დიდი სტანდარტით. საქართველოს პარლამენტი არის მაკონტროლებელი საქართველოს მთავრობის. მე უნდა ვუთხრა პარლამენტს როგორ უნდა იყოს ეს? საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა თვითონ გადაწყვიტოს რა შემთხვევებში და რა ინტენსივობით უნდა მოხდეს ეს კომუნიკაცია. როგორც გადაწყვეტთ - ჩვენ იმას შევასრულებთ", - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)