12:45 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 17:31:43, 941 ნახვა

საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-კადრებს ეხმაურება, სადაც მკვდარი ცხოველებია ასახული.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, კადრები დადგმულია და როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობის, ისე ვეტერინართა საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.  

„სოციალურ ქსელში გავრცელდა შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები, რომელიც მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახშია გადაღებული.  მოგეხსენებათ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა, როგორც თბილისის, ასევე რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, მკვდარი ცხოველების მიღება და მათი განთავსება სპეციალურ ბიოთერმულ ორმოში. სწორედ მსგავსი პროცესია ასახული გავრცელებულ ვიდეოკადრებში, თუმცა სრულიად დამახინჯებული რეალობითა და დადგმული სცენებით.

მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახში მოხვედრა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელს. ამდენად, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, აღნიშნული კადრები ვრცელდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების მიერ, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობას ამ ცხოველებზე ზრუნვა წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ გულგრილობას და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას უკავშირდება.

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სრული რეფორმირება, რის ფონზეც გვიწევს თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლება. სწორედ აღნიშნულ პროცესს მოჰყვა ნეგატიური კამპანია სააგენტოს წინააღმდეგ და ადგილი აქვს, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობის, ისე ვეტერინართა საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას.  

მოვითხოვთ, მოხდეს სასწრაფო გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების წარმომავლობისა და მოყვანილი ფაქტების შესახებ. ასევე, უნდა დადგეს იმ ადამიანთა პასუხისმგებლობა, ვინც საზოგადოების დეზინფორმაციისა და სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, დადგა და გაავრცელა ვიდეოკადრები“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics