|
2018-07-14 13:31:18, 885 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს [LIVE]
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დეპუტატებს პროგრამას გააცნობს, რიგგარეშე სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ასევე დეპუტატები სიტყვით გამოვლენ კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობისა და უმრავლესობის ფარგლებში. მოგვიანებით, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე გავა. შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივნისს წარადგინა. შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროს ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გიორგი ქობულია. დანარჩენ უწყებებში ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედი მინისტრები რჩებიან: შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)