|
2018-07-13 21:49:05, 803 ნახვა
კომენტარი
პრემიერი კრიმინალურ ვითარებაზე - არსებობს სერიოზული გამოწვევები და ამას უნდა დავუპირისპიროთ სერიოზული რეფორმები
არსებობს სერიოზული გამოწვევები და ამას უნდა დავუპირისპიროთ სერიოზული რეფორმები, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე ოთარ კახიძის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებას შეეხებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი მიმდინარეობს. „მე, ამავე დროს, მაქვს სტატისტიკა პენიტენციალურ სისტემაში ადამიანების რაოდენობის, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ქვეყნის სათავეში. ადამიანების რაოდენობით პენიტენციალურ სისტემაში საქართველო იყო ევროპაში პირველი და თუ არ ვცდები მსოფლიოში მესამე. თუ კრიმინალი ამდენჯერ ნაკლები იყო მაშინ, ყველაზე დიდი რაოდენობით ხალხი როგორ იყო იმ დროს ციხეში?! პასუხი ჩემზე კარგად იცით, რადგან იმ სისტემაში მუშაობდით. შსს-ში მიმდინარეობს სისტემური განახლების პროცესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება საგამოძიებო კომპონენტზე, რომელიც არის დაქვეითებული, მათ შორის იმ მემკვიდრეობით, რომელიც თქვენგან გვერგო. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო მიმდინარეობს პრევენციის თვალსაზრისით და ახალი ორგანოები არის შექმნილი ამ თვალსაზრისით. რომ შევინარჩუნოთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი დეპარტამენტი შეიქმნა და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს დონორებისგან. 21-ე საუკუნეა, პრევენციის საუკეთესო გზა არის ინვესტიციები ტექნოლოგიებში. ესეც არის გაკეთებული. არ არის საკმარისი, უფრო მეტს გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)