|
2018-07-13 19:50:49, 627 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ჩემი პრემიერობის კანდიდატად წარდგენა გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, რომლის თავმჯდომარე ივანიშვილია
"ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების" პარტიის პოლიტიკური თავმჯდომარე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე რომან გოცირიძის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბახტაძის ჯერ საქართველოს რკინიგზაში დანიშვნას, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა შეკითხვას ორიგინალური უწოდა და აღნიშნა, რომ მათზე პასუხები კონკრეტულია. "დიდი მადლობა, ბატონო რომან, ორიგინალური შეკითხვისთვის. ჯერ რკინიგზით დავიწყოთ - მე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ წარმადგინა და დამნიშნა, როგორც ეს იყო პროცედურით გათვალისწინებული. რაც შეეხება ჩემს კომუნიკაციას მაშინდელ მთავრობასთან, არათუ პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ბიძინა ივანიშვილი მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ეს პირველი. რაც შეეხება ჩემს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას, ეს გადაწყდა პოლიტიკურ გუნდში, სადაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების" პარტიის პოლიტიკური თავმჯდომარე. ასე რომ, მემგონი აქ ახლა ორიგინალური პასუხების გაცემის დიაპაზონი ძალიან ნაკლებია. პასუხები არის კონკრეტული თქვენს ორიგინალურ შეკითხვებზე", - მიმართა პრემიერმა რომან გოცირიძეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)