15:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 17:06:08, 1082 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მზად ვარ, ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა

„ახალი სამთავრობო პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული და მას კონკრეტული გრაფიკი აქვს, რომელიც მკაცრად იქნება დაცული", - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახალი მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფესიების და გამოცდილების ადამიანებით, რაც იმის თქმის საფუძველია, რომ გუნდი თავს გაართმევს არსებულ გამოწვევებს, აგრეთვე, რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციას.

 „გუნდი, რომელიც მე წარმოვადგინე დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფესიების და გამოცდილების ადამიანებით, რომლებმაც თავიანთ წინა კარიერაში და ან პოზიციებზე აჩვენეს ის შედეგი, რომელიც გვაძლევს  ჩვენ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გუნდი გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელიც  მე აღვნიშნე. აგრეთვე, იმ რეფორმათა პაკეტის იპმპლემენტაციას, რომელიც არის წარმოდგენილი. მე მზად ვარ, რომ ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics