|
2018-07-13 15:32:57, 816 ნახვა
კომენტარი
ქობულია - სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, რაღაც კრიზისი იყო, მერე მცხეთაში წავედით სალობიეში
მიხეილ სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, როდესაც გარკვეული კრიზისის გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების კომისია შეიქმნა, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ლურსმანაშვილის შეკითხვას. ლურსამანაშვილმა მას ჰკითხა, ჰქონია თუ არა რაიმე შეხება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ენმ-ის წევრ რომან გოცირიძესთან. „ბატონ მიხეილ სააკაშვილს მე შევხვდი 2007 წელს. ვინც მაშინ იყავით, შეიძლება გახსოვთ, რომ იყო ასეთი ინიციატივა - საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების კომისიასავით შეიქმნა და ამ ფარგლებში ვიყავი ჩამოსული, რაღაც კრიზისი იყო. მახსოვს მერე მცხეთაში წავედით სალობიეში და კარგად დამამახსოვრდა, კარგი იყო“, - განაცხადა ქობულიამ. ცნობისთვის, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)