|
2018-07-13 14:50:37, 874 ნახვა
კომენტარი
ქობულია: მინისტრობა მამუკა ბახტაძემ შემომთავაზა - როდესაც დავთანხმდი, ბიძინა ივანიშვილს შევხვდი
„წინადადება შემომთავაზა მამუკა ბახტაძემ... როდესაც დავთანხმდი, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ იგი არის პარტიის ლიდერი“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ ენმ-ს წევრის, რომან გოცირიძის კითხვას. გოცირიძე დაინტერესდა, იცნობს თუ არა ქობულია მამუკა ბახტაძესა და ბიძინა ივანიშვილს და ვინ გაუწია მას რეკომენდაცია. „ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს სქართველოსთან და პრაქტიკულად თვეში 3-4 დღე ყოვეთვის თბილისში ვიყავი, ამიტომ ემიგრაციაში არასდროს არ ვყოფილვარ. ვინ მომიყვანა ამ სამსახურში და პოზიციაზე? მე წინადადება შემომთავაზა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც მე არ ვიცნობდი, მაგრამ ერთხელ მყავდა ნანახი, მას სმენია ჩემს შესახებ და გაიკითხეს, გამოიკითხეს და გადაწყვიტეს, რომ ასეთი კვალიფიკაციის ადამიანი სჭირდებოდათ. ამ თვალსაზრისით შემომთავაზეს და მე ამ წინადადებით დავინტერესედი. ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება, რაღაცის გაკეთება, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და დიდი ინტერესია. როდესაც დავთანხმდი ამ წინადადებას, მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ იგი არის პარტიის ლიდერი და რა თქმა უნდა, მე მაინტერესებდა, რამდენად ეთანხმებოდა ჩემი ხედვა და ბიძინა ივანიშვილის ხედვა, როგორც პარტის ხელმძღვანელის. მისგან მინდოდა რჩევა მიმეღო და გამეგო, ანუ რისი გაკეთებაც მე მინდა, თუ ეს მისაღები იქნებოდა ამ კონტექსტში. ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)