|
2018-07-13 14:38:33, 587 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: საქართველოს ექნება კანონი რომელიც მოაწესრიგებს შშმ პირების უფლებებს
"საქართველოს ექნება კანონი რომელიც მოაწესრიგებს შშმ პირების უფლებებს და უფრო მაღალ რანგში აიყვანს მათ დაცულობას", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტის წინაშე უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი. „მე ოპტიმისტი ვარ. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ამ მზა კანონპროექტების შემუშავების გზაზე შეგვხვდა. რთულ პროცესებში ვიმუშავეთ, როცა კანონპროექტებს ვამზადებდით. მე იმედი მაქვს, ეს ახალი კანონპროექტი თქვენ წინაშე ჩვენი მხრიდან მალე იქნება წარმოდგენილი და თქვენს მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის სწორედ ის მრავალჯერ ნანატრი და ყველასთვის სასურველი საქართველოს კანონის პროექტი შშმ პირებისა და მათი უფლებების შესახებ. თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება იყო ის, ვინც რატიფიკაცია მოახდინა გაერო-ს კონვენციის, მაგრამ იქ არის ოქმები, ბევრი სხვა სერიოზული თემები და კანონპროექტი დღეს მზად არის. საქართველოს ექნება კანონი რომელიც მოაწესრიგებს შშმ პირების უფლებებს და უფრო მაღალ რანგში აიყვანს მათ დაცულობას", − განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)