|
2018-07-13 14:36:04, 542 ნახვა
კომენტარი
გიორგი ქობულია: ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ საქართველოს კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას
"ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არამარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ გადანაწილებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც პარლამენტის წევრებმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების პროგრამებს მოუსმინეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა განხორციელებითაც აღნიშნული მიზანი მიიღწევა. მათ შორის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, ინდუსტრიალიზაციის დონის დაჩქარებაზე, რეგიონების განვითარებაზე და ბიზნესის სტიმულირების სხვა ღონისძიებებზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა. ესენია: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა; ინდუსტრიალიზაცია და ახალი წარმოებების შექმნა; რეგიონებში ახალი პერსპექტივების გაჩენა, განსაკუთრებით, აგროსექტორისა და მასთან მომიჯნავე დარგების განვითარების მიმართულებით. გიორგი ქობულიამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის განვითარებას. აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების სტიმულირებისთვის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა შრომითი რესურსების განვითარებაზე, აგრეთვე საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს მეტ ინტეგრაციაზე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებებისა და მომსახურებების შექმნასა და გამრავალფეროვნებაზე და სხვ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა თავის საპროგრამო სიტყვაში ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაში დაეხმარება. კიდევ ერთ ასეთ ინიციატივად გიორგი ქობულიამ ე.წ. აგროპოლისების შექმნა-განვითარება დაასახელა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას, ისე აგროსექტორში პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად ზრდას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ინდუსტრიალიზაციაზე საუბრისას, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ არჩევანი იმ სექტორების განვითარებაზე გააკეთოს, სადაც ქვეყანას შედარებითი უპირატესობა აქვს. კიდევ ერთ პრიორიტეტად გიორგი ქობულიამ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე მეტი ინტეგრაცია დაასახელა. „დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ საქართველოს კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას - დიდი ენთუიზიაზმით ვარ განწყობილი ამ ამოცანის შესასრულებლად, ჩემთვის ეს არის გამოწვევა და ძალიან საინტერესოა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)