14:15 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 12:31:38, 697 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: საჯარო რეესტრი გახლავთ საქართველოში პირველი უწყება, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას თეა წულუკიანმა ელექტრონული მმართველობის დარგში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

მან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის  ტექნოლოგიის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ გავაგრძელებთ, ვიყოთ ფლაგმანი რეფორმებისა, ვიყოთ ისინი, ვინც საქართველოს ხელს უწყობს, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებები ჰქონდეს. გავაგრძელებთ, ვიყოთ ერთ-ერთი წამყვანი უწყება ელექტრონული მმართველობის დარგში, რადგან, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ, მაგალითად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი გახლავთ საქართველოში პირველი სახელმწიფო უწყება, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა და რომელიც სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სხვა  ჩვენს სსიპებთან ერთად არიან პროგრესის და ელექტრონულ გზაზე საქართველოს პოზიტიური იმიჯის შემმუშავებელი უწყებები სხვა უწყებებთან ერთად" ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics