12:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 16:42:26, 790 ნახვა

საზოგადოება
ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად  დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ერთ-ერთ დაშავებულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჯონიაშვილმა განუცხადა, მამაკაცს დაზიანებები მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა.

„ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამ ეტაპისთვის პაციენტი გამოყვანილია პოსტოპერაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს ოპერაციის შემდგომი მკურნალობა“, - განაცხადა  ხათუნა ჯონიაშვილმა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომელიც ამავე საავადმყოფოში მკურნალობს, ჯონიაშვილის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

„მას გულმკერდის მრავლობითი ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა ქირურგიულ ჩარევას ის არ საჭიროებს“, - აღნიშნა საავადმყოფოს დირექტორმა.

დანარჩენი სამი პირი თელავის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თელავის რაიონის სოფელ ართანასთან ავარიული დაშვება განახორციელა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი 5 პირი დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics