|
2018-07-11 18:22:05, 726 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, თადუმაძე ღირსეულად გაართმევს თავს ამ დიდ პასუხისმგებლობას
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა თადუმაძის არჩევას გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით, შალვა თადუმაძე აღნიშნულ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს. მან შერჩეულ კანდიდატს წარმატებები უსურვა: "დღეს საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარსადგენად შეარჩია შალვა თადუმაძე. თადუმაძე ჩემი შეფასებით პირველ რიგში არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ის ბოლო პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული საპარლამენტო მდივანი იყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ ასევე სამეცნიერო წრეებში. მინდა მას ვუსურვო პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესში წარმატებები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)