02:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 14:02:58, 753 ნახვა

კომენტარი
იანოშ ჰერმანი - საქართველოში უსაფრთხოების მიმართულებითაც ვიწყებთ პროგრამების განხორციელებას

„ევროკავშირი ზრდის აქცენტებს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე, აგრეთვე, განათლების სისტემაზე, განსაკუთრებით - პროფესიული განათლების ნაწილში. უსაფრთხოების მიმართულებითაც ჩვენ ვიწყებთ საქართველოში პროგრამების განხორციელებას", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას.

„ჩვენ მოგვეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მთელი პროგრამის მიმოხილვის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ ახალი მთავრობის ფორმირებაზე და სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე. შევეხეთ ასევე ევროკავშირის დახმარებას, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს. საუბარი შეეხო ამ პროგრამების განხორციელების საუკეთესო გზებსა და მეთოდებს. პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროკავშირის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი სამთავრობო გეგმების განხორციელებისთვისაც. ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ბევრ საკითხზე ემთხვევა და მოუთმენლად ველით მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქვეყნის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას. დიდ წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს და ვარწმუნებთ, რომ ევროკავშირი უცილობლად გააგრძელებს მისი ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ ასევე ველით ახალი კონტაქტების დამყარებას, განსაკუთრებით მაღალი დონის ვიზიტებს საქართველოსა და ევროკავშირში", - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics