|
2018-07-10 18:57:35, 788 ნახვა
საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ მრჩეველს მადლობის სერტიფიკატი გადასცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის საკითხებში სამინისტროს ბრიტანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ალექს ლუის პოლს სერტიფიკატი გადასცა და თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება თავდაცვის სფეროში ბრიტანული მხარის მხარდაჭერასა და მჭიდრო თანამშრომლობაზეც გაამახვილა. ალექს ლუის პოლი საქართველოს თავდაცვის უწყებაში მრჩევლად სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების პროცესში დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა. მას კლერ მაკიანი შეცვლის, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ ეთელთან ერთად დაესწრო. ლელა ჩიქოვანმა კლერ მაკიანს ახალ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)