14:22 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 14:59:59, 671 ნახვა

რეგიონი
აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა

აჭარის გაცნობა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ესტონელი ჟურნალისტები სტუმრობენ.

დეპარტამენტის ცნობით, ისინი აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობიან. მედიატურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დაესწრნენ დელფინების შოუს და დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები ქართული ფოლკლორის თანხლებით.

დღეს, ესტონელი ჟურნალისტები გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და  ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო“ ესტუმრებიან. შემდეგ კი გზას  მთიან აჭარაში გააგრძელებენ, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და კულინარიულ მასტერკლასებს გადაიღებენ. ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღიც.

„აჭარის რეკლამირებას სამიზნე ქვეყნებში ისევ ვაგრძელებთ. დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში უკვე ვუმასპინძლეთ 20-ზე მეტ ინფო და პრესტურს, რომლის შედეგადაც სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ  საინტერესო და მრავალფეროვანი მასალები გამოქვეყნდა. თუკი წინა წლებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებები აქტიურად მხოლოდ ზაფხულის წინა პერიოდში ხორციელდებოდა, ახლა ეს გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ამ ყველაფრის მიზანი კი რეგიონში წლის ოთხივე სეზონზე ტურისტების მოზიდვაა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ.

ესტონელი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მაყურებლებსა და მკითხველებს ივლისის განმავლობაში გაუზიარებენ. ისინი რეგიონს ხვალ დატოვებენ.

 


(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია: მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics