|
2018-07-10 09:56:11, 805 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა თურქ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცერემონიაზე, რომელსაც 20-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა, ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებთან კომუნიკაციისას ნატო-ს სამიტის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა, რომ თურქეთი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ქართული დელეგაცია ანკარადან ბრიუსელში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)