|
2018-07-09 15:56:28, 751 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი: საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, უპრეცედენტოა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ჩერქეზიშვილის შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაბეგვრის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მასში მთავრობასა და ბიზნესს შორის მიმდინარე ღია დიალოგის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა. მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი 1-ლი ივლისიდან უკვე ძალაშია. მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე მთავრობის წევრები მეწარმეებს პირადად ხვდებიან, რათა ყველა შესაძლო კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. ამასთან, მინისტრები უშუალოდ მეწარმეებისგან იღებენ ინფორმაციას და ისმენენ მათ მოსაზრებებს რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ქუთაისში მიმდინარე შეხვედრაში 200-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა - მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მთელი დასავლეთ საქართველოდან. „ეს არის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ ბიზნესის განვითარებისთვის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი, მათ შორის მიმდინარე. მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდით ამ პროგრამების ბენეფიციარებს, რომლებთანაც ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ განვითარდეს აღნიშნული პროგრამები", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ახალი საგადასახადო რეჟიმი, ერთის მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის,ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს,რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე იქნება, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა.
(NS)
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)