2018-07-07 14:48:11, 862 ნახვა
რეგიონი
გარემოს ეროვნული სააგნეტო - მდინარე ნენსკრას დონე დაახლოებით 30 სანტრიმეტრამდეა დაწეული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგნეტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლევა ითქვას, რომ მდინარის დონე დაწეულია დაახლოებით 30 სანტრიმეტრამე.
სააგენტოს სპეციალიტები სტიქიის ზონაში მონიტორინგს აგრძელებენ.
ამასთან სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.
(NS)
ავტორი: ,