10:04 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 12:22:10, 686 ნახვა

საზოგადოება
რუსთავი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია

Bavaria-ს ლუდის ფესტივალს ამჯერად ქვემო ქართლი უმასპინძლებს. რუხისა და ქუთაისის შემდეგ, რიგით მესამე ფესტივალი, 8 ივლისს რუსთავში, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობის საგზური გათამაშდება.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მისული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს, რადგანაც ცივ და ქაფქაფა ლუდთან ერთად, მის განწყობაზე ჯგუფი „ვაკის პარკი“ იზრუნებს.

სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება.

„სს "ქართული ლუდის კომპანია“ Bavaria-სთან თანამშრომლობას ფესტივალებით აღნიშნავს. თუ ლუდი და გართობა გიყვარს აუცილებლად უნდა დაესწრო Bavaria-ს ლუდის ფესტივალს. მით უმეტეს, ჩვენ Bavaria-სთან ერთად ჰოლანდიაში მოგზაურობის შანსს გაძლევთ“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, რუსთავში 8 ივლისს 17:00 საათიდან დაიწყება და მასზე დასწრებისა და გათამაშებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

Bavaria-ს რიგით მეოთხე ფესტივალი კი თელავში, 22 ივლისს გაიმართება.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics