10:04 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 15:35:34, 627 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებით მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება და საქართველოს პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შედეგების მიმოხილვა.

ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები და რეფორმები გააცნო.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინიტროს პარლამენტთან ურთიერთობის შესახებ, რაც სამინიტროს მიერ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენასა და მათ ერთობლივ განხილვაში, ასევე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებასა და საგამოძიებო კომისიების ფარგლებში სამინისტროს აქტიურ ჩართულობაში გამოიხატება.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და შესაბამის ღონისძიებებზე.

NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საპარლამეტო ზედამხედველობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით აშშ-ს გამოცდილებაზე ისაუბრეს.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება დადგენილი კრიტერიუმებისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics