2018-07-06 12:05:59, 496 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს
ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.
კონგრესის გახნის ცერემონიას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ზაალ მიქელაძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე დაესწრნენ.
კონგრესი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება.
კონგრესს, ტრადიციულად, 500-მდე დელეგატი ესწრება საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი ყველაზე მასშტაბური სტომატოლოგიური ღონისძიებაა რეგიონში. ყოველწლიურად ლექცია-მასტერ კლასებით კონგრესს მსოფლიოს ყველა წერტილიდან წამყვანი სპეციალისტები სტუმრობენ.
კონფერენციის პარალელურად იმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტუმენტების და დანადგარების გამოფენა-გაყიდვა.
(NS)
ავტორი: ,