|
2018-07-05 15:04:35, 772 ნახვა
კომენტარი
მიქაუთაძე „გამჭვირვალობის“ კვლევაზე: ეს არის მცდელობა იმის, რომ ჩირქი მოეცხოს სასამართლოს სისტემას
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე "საერტაშორისო გამჭვირვალობის" მიერ წარდგენი კვლევას ეხმაურება, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული. როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი კვლევა ღიმილის მომგვრელია. "ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მცდელობა იმის, რომ რაღაც ჩირქი მოეცხოს სასამართლოს სისტემას და არასწორი ფაქტების გადმოცემით შეიქმნას იმის ილუზია თითქოს სასამართლო სისტემაში არის კორუფცია. კვლევაშიც მითითებული არის, რომ მოცემულ შემთხვევაში კორუფცია არ გულისხმობს ქრთამის აღებას და ამის არც ერთი ფაქტი არ არსებობს. არის ბრალდებები, რომ თავმჯდომარეები ერევიან საქმეთა განაწილების სისტემაში. თეორიულადაც კი, ვერავინ დამისახელებს იმის შესაძლებლობას, რომ ელექტრონული განაწილების პროგრამაში შესაძლებელია ჩაერიოს ან ტავმჯდომარე ან ნებისმიერი სხვა მოსამართლე. ადრე იყო კლანი, ახლა ბოსებით შეიცვალა - მე თუ მკითხავენ "სერიც" შეიძლება იყოს. ღიმილის მომგვრელია ეს ყვველაფერი ნამდვილად", - განაცხადა მიქაუტაძემ. ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია: (ა) მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ და (ბ) სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით და რომელთა გამოსწორებაც არ მოხერხდა სასამართლო სისტემაში და მის გარეთ არსებული წინააღმდეგობის გამო.
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)