14:46 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 15:42:38, 338 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ევროკომისიის წარმომადგენელს შეხვდა

1 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლო დეპარტამენტის უფროსს ანდრეა მატეო ფონტანას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მდგომარეობასა და აღნიშნულ პროცესში, 2015-2016 წლებში, ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის პროგრამების, ასევე, ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის კომპონენტისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულების პროცესში ევროკავშირის საექსპერტო დახმარების მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics