|
2018-07-04 13:21:03, 803 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა პატარაძის შესაძლო გადადგომაზე: ნელ-ნელა გამოცვლიან კვირიკაშვილის კადრებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის შესაძლო გადადგომას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რადგან პოლიტიკოს შეფასებით, გადაწყვეტილებებს მაინც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. „ეს უკავშირდება იმას, რომ ნელ-ნელა გამოცვლიან კვირიკაშვილის კადრებს და მოიყვანენ ბახტაძის კადრებს. თუმცა ამით არაფერი შეიცვლება, იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს შემცვლელი პატარაძის, მასაც მოუწევს იგივე დავალებების შესრულება. მაგალითად, ხეების გადაზიდვა, სხვა ჰობისა თუ ახირების დაკმაყოფილება, რომელსაც დაავალებს ამ ქვეყნის მმართველი და „ქართული ოცნების“ რეალური ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს. პატარაძე საგანგებო ბრიფინგს 14:00 საათზე გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)