08:56 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 10:42:28, 642 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, შეწყვიტა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციისთვის შუქამრეკლი ჟილეტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, შეწყვიტა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის შუქამრეკლი ჟილეტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 21 ივნისს გამოცხადდა ტენდერი. 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არსებული კანონმდებლობის დაცვით 3 ივლისს ტენდერი კომპანიების შერჩევა/შეფასების ეტაპზე შეწყდა, რაც  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდამ განაპირობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმირების ეტაპზე დედაქალაქის ქუჩებში ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობას ეტაპობრივი გაზრდა იგეგმება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics