|
2018-07-03 16:34:02, 549 ნახვა
რეგიონი
ორ წელში აჭარაში 160-მდე გიდი გადამზადდა
აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადება დასრულდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმის, ქედისა და მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე 60-მდე მოქმედ და დამწყებ გიდს ჩაუტარა ტრენინგები. თეორიულ-პრაქტიკული კურსის განმავლობაში გიდებმა გაიარეს ყველა ტურისტული მარშრუტი და ინფორმაცია მიიღეს იქ არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. პრაქტიკული საველე გასვლების გარდა, მათ ასევე ჩაუტარდათ თეორიული სწავლება ეთნოგრაფიის, ისტორიის, ექსკურსიათმცოდნეობის, ქართული ფოლკლორის, გიდის ფსიქოლოგიის, პირველადი დახმარებისა და არქიტექტურის შესახებ. ბათუმის, ქედისა და მაჭახელას ტურები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტებია აჭარაში. ბათუმის ტურისტული მარშრუტი ქალაქში არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძმების ნომებელების, მხარეთმცოდნეობის, არქეოლოგიურ მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღსა და გონიოს ციხეს მოიცავს. ქედის ღვინის მარშრუტი სოფელ ვაიოს, პირველი მაისის, დანდალოსა და გეგელიძეების ღვინის მარნებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და აჭარულ ღვინის სახლს ითვალისწინებს. მაჭახელას ტურისტული მარშრუტში კი მაჭახელას ეროვნულ პარკი და მაჭახელას თოფის გზა შედის. ბოლო ორ წელში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად რეგიონში 160-მდე მოქმედი და დამწყები გიდი გადაამზადა. ამ ეტაპზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაში ძირითადად რუსულ და ინგლისურ ენოვანი გიდები ფიქსირდება დაცული ტერიტორიების, ქედის ღვინის გზის, მაღალმთიანი აჭარის, მაჭახელას თოფის გზისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებებით. გიდების საკონტაქტო ინფორმაციები მათი კვალიფიკაციის შეფასებებთან ერთად ტურისტულ სააგენტოებს დაეგზავნათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდებისთვის ტრენინგებს 2019 წელსაც გააგრძელებს.
(NS)
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)