|
2018-07-02 13:47:38, 734 ნახვა
კომენტარი
ჯაში: მომხრე ვარ კულტურა, სპორტი და ტურიზმი ცალკე უწყებად დარჩეს, თუნდაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების ჩატარებას ითხოვს. დეპუტატის თქმით, კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში ხვალ გაიმართება. "იმ მოსაზრებას აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ განათლების სისტემაში სახელოვნებო და სპორტული კომპონენტი უნდა გაძლიერდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ ყველა სასწავლო დაწესებულება უნდა მოექცეს, მათ შორის თეატრალური, აკადემია, კონსერვატორია და ასევე სახელოვნებო და სპორტული კოლეჯები. თუმცა, ვფიქრობ, რომ დამატებითი განხილვა გვჭირდება შერწყმასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ კულტურული მემკვიდრეობის, შემოქმედებითი კავშირების, სპორტული ფედერაციების მართვის თვალსაზრისით საკითხები რჩება, რომელთა მართვაც პირველივე ეტაპზე სრული შერწყმით რთულია. დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში კულტურის სამინისტრო ცალკეა, ან ტურიზმთანაა გაერთიანებული. მე მომხრე ვარ თუკი კულტურა, სპორტი და ტურიზმი ცალკე უწყებად დარჩება, თუნდაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით", - განაცხადა ჯაშმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)