|
2018-07-02 12:25:09, 780 ნახვა
სამართალი
„ჯაშუშობაში მსჯავრდებულმა სახელმწიფოსგან 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო“ - ენმ გახარიას და იზორიას პარლამენტში იბარებს
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შს მინისტრის გიორგი გახარიას და თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პარლამენტში დაბარების მოთხოვნით მიმართა. შესაბამის მიმართვას ხელი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ მოაწერა. მინისტრების დაბარება მელიას თქმით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ და შემდგომ მსჯავრდებულ პირს უკავშირდება. დეპუტატის ინფორმაციით, ჯაშუშობაში მსჯავრდებული ფლობს კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მმონაწილეობენ. "როგორც მედიის საშუალებით გახდა ცნობილი და სავარაუდოდ, თქვენთვისაც ცნობილია, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და შემდგომ მსჯავრდებული პირი, სახელმწიფო ტენდერებს იგებს და ქართულ ჯარს ამარაგებს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა პეტრე დევრიშიძემ, 2010 წელს დანაშაული აღიარა და აღწერდა, როგორ გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი, როგორ გადასცემდა ინფორმაციას "ГРУ"-ს. დღეს კი, მისი კომპანიები ქართულ ჯარს ამარაგებენ და მილიონობით ლარით ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოგახსენებთ, რომ ტენდერებში პეტრე დევრიშაძე ორი კომპანიით მონაწილეობს - „მარჯიო LTD“ და “გლობალ თრეიდ გრუპი”. ერთი დევრიშაძეს ეკუთვნის, მეორე - მის მეუღლეს. თუმცა, იქაც დირექტორი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირია. ჯამში ამ ორმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო წლების განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. დევრიშიძემ ყველაზე დიდი შეკვეთები მას შემდეგ მიიღო, რაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახდა. თავდაცვის სამინისტროს გარდა, დევრიშაძის კომპანიებს მოგებული აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერებიც. ზემოთ ხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოიწვიოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა და ამ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლზე დაყრდნობით მოიწვიოთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რათა რიგგარეშე სხდომაზე მოწვეულმა მინისტრებმა საქართველოს პარლამენტს მოაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პირის კომპანიების მიერ მოგებული 21 სახელმწიფო ტენდერის შესახებ", - ნათქვამია ნიკა მელიას მიმართვაში, რომელიც კომიმტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის სახელზე დაიწერა. ცნობისთვის, ხსენებულ მინისტრებს პარლამენტში "ევროპული საქართველოც" იბარებს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)