|
2018-06-30 15:01:15, 680 ნახვა
კომენტარი
საგამოძიებო კომისია ზვიად კუპრავასა და შსს-ს წარმომადგენლებს 2 ივნისს გამოკითხავს
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დრობითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის ინფორმაციით, 2 ივნისს კომისია "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გამოკითხავს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, გამოკითხვაზე მივლენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის წარმომადგენლები, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. "კომისია ორშაბათს გააგრძელებს ახსნა განმარტებების მოსმენას. ჩვენ მოვუსმენთ ზვიად კუპრავას, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად, პარალელურად აწარმოებდა გამოძიებას და ასევე ორშაბათს და სავარაუდოდ სამშაბათსაც გვექნება შეხვედრა შსს-ს წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გამოძიებაში. რაც შეეხება გაჟღერებულ აზრს, რომ რეკომენდაციები არის თითქოსდა ნაჩქარები, ამ პოზიციას არ ვეთანხმები. რეკომენდაციები უკვე 4-5 დღეა რაც დადებულია, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ეს ნაჩქარევია, არასწორია. მამაჩნია, რომ რეკომენდაციების განხილვა არის დროული. ჩვენ ეს რეკომენდაციები მოვამზადეთ იმ მასალებიდან გამომდინარე, რომლებსაც 2-3 კვირის განმავლობაში ვსწავლობდით. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ ასეთი ტიპის რეკომენდაციები გასცეს, რადგან კომისიის მუშაობის პროცესში იკვეთება ახალი გარემოებები და მომავალშიც გაიცემა სხვა რეკომენდაციები. ორშაბათს გავაგრძელებთ ამ საკითხის განხილვას. მანამდე თუ რაიმე აზრთა სხვადასხვა არსებობს კომისიის წევრებს შორის, ეს დრო იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)