12:25 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 14:20:21, 998 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის ხაზგასმის მიზნით, 28 ივნისს ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუციაში სეიმი ეხმიანება და ეყრდნობა  2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. სეიმის რეზოლუციაში დაფიქსირებულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთს კვლავაც არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან და აღდგეს საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში, განხორციელდეს ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო დაბრუნება და უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის უფლებათა პატივისცემა.

აღნიშნული რეზოლუციით, სეიმი აგრეთვე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics