|
2018-06-29 14:14:05, 5354 ნახვა
კულტურა
ბერტა ფონ ზუტნერი - ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში - ცხოვრება საქართველოში
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით დღეს გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი – ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში – ცხოვრება საქართველოში" ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. ბერტა ფონ ზუტნერი ავსტრიელი ნოველისტი, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი და პირველი ქალბატონი გახლდათ, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ბერტა ფონ ზუტნერი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან მეგობრობდა. იგი 1876 წელს არტურ ფონ ზუტნერზე ვენაში საიდუმლო ქორწინების შემდეგ საქართველოში გამოემგზავრა. წყვილმა აქ 9 წელი დაჰყო. ისინი ზუგდიდსა და ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში ცხოვრობდნენ. ზუტნერები წერდნენ წიგნებს, ასწავლიდნენ უცხო ენებსა და მუსიკას. ბერტა ფონ ზუტნერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა „ძირს იარაღი", რომელიც 1889 წელს გამოიცა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ზუტნერმა 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. გამოფენის მიზანია ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობისა და საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდის გახსენება და ქართულ-ავსტრიული მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმა. აღსანიშნავია, რომ ავსტრია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა ექსპოზიცია. გამოფენა ეროვნულ არქივში 8 ივლისამდე გაგრძელდება.
(NS)
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)