|
2018-06-28 12:24:42, 893 ნახვა
სამართალი
„თამთა ჯანჯღავა თავს იცავდა, მას ნოზაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ - „პიკასოზე“ თავდამსხმელს ბრალს უყენებენ
"ქუჩის ბიჭების" სოლისტის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული თამთა ჯანჯღავასთვის ბრალის წაყენების პროცედურა მიმდინარეობს. როგორც ჯანჯღავას ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა არ ჰქონია და მომღერალს დაზიანებები მანქანის გასაღების საკიდით მიაყენა. ადვოკატი არ გამორიცხავს ვერსიას, რომ თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძისგან გარკვეული პრეპარატის წამოღებას აპირებდა. მისივე მტკიცებით, მომღერალმა ჯანჯღავას პიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უბრალოდ თავს იცავდა. „ეს არ არის დანა ეს არის ბრელოკი. ნუ ვიჩქარებთ და ვთქვათ, ერთი რამ თავდასხმის ობიექტი ხდება თავად ჯანჯღავა. მე რომ პატარა გოგონას დავუწყო ცემა, ის მოიმოქმედებს ყველაფერს, რომ არ განმეორდეს. ბევრი ვერსია გავრცელდა. მე ამ წუთში შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი ვერსია არ გამოირიცხება“, - აღნიშნა ბუაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)