02:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 17:37:56, 1025 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ჰონგ კონგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და "სარტყლისა და გზის სამიტის" (Belt and Road Sammit) მუშაობაში მონაწილეობს, 28 ივნისს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას  „ჰონგ კონგ ჩინეთთან" ხელს მოაწერს.  

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის  საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა,  ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. მომსახურების სფეროში შეთანხმების პირობების შესაბამისად, საქართველოსთვის მიმზიდველია ტურიზმის სექტორი და ასევე სატრანსპორტო მომსახურება საზღვაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია გენადი არველაძის მოხსენებით გამოსვლა "სარტყლისა და გზის სამიტზე", აგრეთვე ორმხრივი შეხვედრა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანთან, ედვარდ იაო თენგ-ვასთან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics