09:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 13:46:19, 687 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა, რადგან დღეს არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ მიიღო მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშნელოვნად შეარბილებს პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით იყო.

„ერთ-ერთ მთავარი პუნქტი, რაც ამ მიმართულებით ჩვენს პროგრამაშია და ივლისში კანონის სახეს მივცემთ, არის ის, რომ ყველა საგადასახადო დავალიანება, რომელმაც გამოიწვია კომპანიების გაჩერება, 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით სრულად ჩამოიწერება. თუმცა ეს არ არის საკმარისი პირობა და ჩვენ გვჭირდება ახალი რეფორმა, რომელიც საშუალებას მოგვემს, გადავიდეთ სრულფასოვან მომგებიანი ეკონომიკური სექტორის შექმნაზე. დღეს სამწუხაროდ სოფლის მეურნეობის დიდ ნაწილში არის ისევ ნატურალური მეურნეობა და როდესაც ასეთ მნიშნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს და შეგახსენებთ, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის 50%, რა თქმა უნდა ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას. შემიძლია დაგპირდეთ,  რომ ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტური რეფორმები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics