|
2018-06-27 11:13:30, 901 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ჰიბრიდული ავტომობილების სრულ სერვისს სთავაზობს
"თეგეტა" ჰიბრიდული ავტომობილების სერვისის ახალ მიმართულებას წარმოადგენს. ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა ჰიბრიდული ავტომობილების სერვისისთვის ცალკე უბანი გამოეყო, ასევე გაზარდა სათადარიგო ნაწილების და სხვა საჭირო აქსესუარების ასორტიმენტი. მიმდინარე თვეს შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური აქციით, რომლის ფარგლებში ჰიბრიდული ავტომობილებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი ისარგებლებს ჰიბრიდული სისტემის ელექტრო დიაგნოსტირების უფასო სერვისით, აქცია მოქმედებს 30 ივნისის ჩათვლით. "თეგეტას" ჰიბრიდული ავტომობილების მომსახურების უბანზე ნებისმიერი მარკის ჰიბრიდული ავტომობილის სრული სერვისია შესაძლებელი. კერძოდ აღნიშნულ განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სპეციალიზირებული სერვისებით: ცენტრალური სისტემის ელექტრო დიაგნოსტირება, აკუმულატორის მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის გაგრილების ვენტილატორის გაწმენდა, აკუმულატორის კლემების გაწმენდა და ინვენტორის მოხსნა/დაყენება. "თეგეტას" ჰიბრიდული ავტომობილების მომსახურების უბანზე დაგხვდებათ უახლესი სპეციალიზირებული მანქანა/დანადგარები და მაღალკვალიფიციური კადრები. ასევე თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ www.reservation.tegetamotors.ge, ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44. „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge.
(R)
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)