2018-06-26 09:53:50, 722 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია დღეს გაიმართება
ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჩატარდება ბრიფინგი, სადაც ის დეტალურად ისაუბრებს, როგორი ახალი სტრუქტურით წარდგება პარლამენტის წინაშე.
"ჩვენ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, მანამდე კი მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალურად ვისაუბრებ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე. ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს. ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გვექნება ხვალ, ხოლო მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტში წარვადგენთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: ,