18:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-24 18:36:09, 1087 ნახვა

ეკონომიკა
ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

15 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია  Salam Air-მა დაიწყო. რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320  ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ Salam Air-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა.

საქართველოში ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით 25 ივნისს 13:00 საათზე სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ავიაკომპანია Salam Air-ის აღმასრულებელი დირექტორი მოჰამედ აჰმედი გახსნიან.

ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას.

საქართველოში Salam Air-ის ოფიციალური წარმომადგენლის, კომპანია ,,ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ღონისძიების მიზანია ტურიზმში მოღვაწე კომპანიებისთვის და საავიაციო სფეროსთვის პროდუქტის გაცნობა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air  2016 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით ავიაკომპანია მსოფლიოს 7 მიმართულებით კვირაში 116 რეისს ასრულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics