|
2018-07-01 12:00:06, 1338 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან M1 (მსუბუქი), სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო
საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისათვის დაწესდა გარკვეული გარდამავალი პერიოდი და პროცესი გადანაწილდა 2 წელზე. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, უკვე ამოქმედდა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო და 8 ადგილზე მეტი (მძღოლის გარდა) დასაჯდომი ადგილის მქონე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 კატეგორიები) და ასევე მათი მისაბმელებისთვის (O3, O4 კატეგორია). დარჩენილი კატეგორიის ავტომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდება შემდეგი თანმიმდევრობით: · 2018 წლის 1 ივლისიდან - M1 (მსუბუქი), სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები; · 2018 წლის 1 ოქტომბრიდან - M1 (მსუბუქი), 3000 კუბურ სანტიმეტრის ან მეტი ძრავის მუშა მოცულობის მქონე ავტომობილები; · 2019 წლის 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი), საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილი. ინფორმაციას იმის შესახებ, აქვს თუ არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, შეიტყოს ცხელ ხაზზე 1484 და ოპერატორს მიაწოდოს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომელიც სპეციალურ მონაცემთა ბაზაში გადამოწმდება. შედეგად, მოქალაქე მიიღებს ინფორმაციას, აქვს თუ არა გავლილი კონკრეტულ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად ახორციელებს. რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას შვეიცარული საკონსულტაციო კომპანია „SGS - Societe Generale de Surveillance SA" უწევს. ინსპექტირების გავლას საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება. აღნიშნული რეფორმა შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზა.
(NS)
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)