06:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 18:20:34, 883 ნახვა

კომენტარი
ბესელია ბოკერიას: ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი [ვიდეო]

„ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი“, - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯდომარე ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას.

დეპუტატებს შორის კამათი კომისიის მიერ კონკრეტული ექსპერტების მოწვევის წესს მოჰყვა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა კონკრეტული ექსპერტები ისე მიიწვიეს, რომ სხვა წევრებისთვის არ უთქვამთ, რაც მისი თქმით, რეგლამენტის დარღვევაა.

„ბატონო გიგა, ძალიან ნუ გაერთობით და ნუ ჩავარდებით იმ ხიბლში, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი. ეს ძალიან დროებითი მოცემულობაა, ამიტომ ხშირად გაიხსენეთ ხოლმე, რადგან შეიძლება ისე დაიჯეროთ, რომ მერე სულ აგერიოთ ხოლმე ვერტიკალები“, - განაცხადა ბესელიამ.

საპასუხოდ ბოკერიამ აღნიშნა, რომ „უმრავლესობაში ყოფნა ზოგადად დროებითია“.

მმართველი გუნდის დეპუტატს „ევროპული საქართველოს“ კიევ ერთი წევრი, ოთარ კახიძეც გამოეხმაურა: „ქალბატონო ეკა, თქვენი ხელისუფოლება დროებით არ არის? მუდმივად ხართ ?“.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics