|
2018-06-22 13:31:10, 839 ნახვა
სამართალი
სარალიძის ადვოკატი: პროკურორმა გვითხრა, რომ მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახი ახორციელებდა
„საქმის პროკურორმა პირდაპირ გვითხრა, რომ მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი ახორციელებდა და მის ვინაობას ფოტოს სახით გადმოგვცემდა“, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრის დროს ხორავას ქუჩის მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიზის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროკურორი ზვიად ფხაკიაძის თქმით, კალანდიაზე ზეწოლაში სუბელიანი არ იყო დამნაშავე. „მე და ბატონი ზაზა ვიმყოფებოდით საქმის გამომძიებელ პროკურორებთან, რომლებმაც გვითხრეს, რომ „ჩვენ სრულად გვაქვს დაგდგენილი ვინ მოახდინა მიხეილ კალანდიაზე ზეგავლენა და ვისი მეშვეობით შევცვალა ჩვენება, ჩვენ ამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ ფოტო-სურათების სახით და ეს მოდის ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის მხრიდან“ , გვითხრა საქმის მწარმოებელმა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. მან ასევე თქვა, რომ ზეგავლენა იყო არა მირზა სუბელიანის მხირდან. იქ საუბარი იყო რომ ავოტმანქანით მიაკითხეს და დაცვა ახლდა თანო, წაიყვანეს და ნამდვილად მოხდა მასზე ზემოქმედება, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრების მხრიდან, მაგრამ პირდაპირ სახელი და გვარი არ დაასახელა“, - აღნიშნა სარალიძეების ოჯახის ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)