01:27 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 09:49:09, 1071 ნახვა

საზოგადოება
წმინდა სინოდმა მეუფე შიოს სტატუსი დააზუსტა - ის „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ“ განისაზღვრა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახდა.

როგორც წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშნული, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

„საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული  სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე“, - ნათქვამია ოქმში.

 

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics