17:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 14:28:51, 889 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი კანდელაკს: კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ პარლამენტში და პრემიერი როგორ ივლის? [ვიდეო]

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს ჰკითხა, დებს თუ არა პირობას, რომ საკანონმდებლო ორგანოში თვეში ერთხელ მაინც გამოცხადდება.

„თქვენ ისაუბრეთ ბალტიის ქვეყნების მისაბაძობაზე, რომ მოგწონთ იქ სხვადასხვა პრაქტიკები. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და იცით მაგალითად ესტონეთში რა სიხშირით დადის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად? კვირაში ერთხელ. გვპირდებით თუ არა, რომ თქვენ, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, საქმიან ვითარებაში, თუნდაც შეზღუდული დროით ივლით რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც პარლამენტში მიმდინარე საკითხებზე სასაუბროდ“, - მიმართა კანდელაკმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

კანდელაკს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა: „კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ ბატონო გიორგი პარლამენტში და პრემიერ-მინისტრი როგორ ივლის?“.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics