17:32 - 23 Jun, 2026
|
2018-06-19 17:37:30, 800 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: მალე პარლამენტს მედიაციის შესახებ კანონპოექტი წარედგინება
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში პარლამენტს მედიაციის შესახებ კანონპროექტი წარედგინება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ეს სამოქალაქო კატეგორიის საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებს მნიშვნელოვან შვებას მისცემს. „ძალიან მალე შემოგთავაზებთ ახალ კანონპროექტს მედიაციის შესახებ. გვინდა, რომ ყველა დავა არ მიდიოდეს სასამართლოში, სასამართლოს მიღმა მედიაციის კულტურა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, რათა მხარეები უფრო მორიგების გზით მიდიოდნენ და არა მხოლოდ სასამართლო დავის გზით. ეს მნიშვნელოვან შვებას მისცემდა სამოქალაქო კატეგორიის საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებს, სადაც თქვენ იცით, რომ არის გადატვირთულობის ძალიან სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)