|
2018-06-19 17:24:22, 554 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: GDRP საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენაა მიმართული
საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ერთად ყველაზე ამბიციურ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, პროგრამა 18 მაისს დაიწყო და ის საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენაა მიმართული. „აქამდე წვრთნები, ძირითადად, საერთაშორისო მისიების ფარლებში ამოცანების შესრულებაზე იყო ორიენტირებული. წელს ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისი პოლიტიკის აღსრულების მიზნით, დავიწყეთ პროგრამა, რომელიც მიმართულია სწორედ ამ ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის უზრუნველყოფისკენ, რაც თავის თავში მოიცავს ასევე აღჭურვილობას. ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტოდ მასშტაბური ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით იმ ბატალიონების აღჭურვა, რომელიც აღნიშნულ პროგრამას გაივლიან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ოპტიმიზაციის პოლიტიკის შედეგად GDRP-ში მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები გაეზრდებათ: „ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ჯარისკაცებმა, რომლებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებენ ნატოს სტანდარტებს, შესაბამისი ფინანსური ანაზღაურებაც მიიღონ. საუბარია 100-დან 400 ლარის ფარგლებში რანგის მიხედვით მათ ფინანსურ უზრუნველყოფაზე“.
(NS)
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)