09:02 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 13:36:31, 1013 ნახვა

პოლიტიკა
სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

როგორც მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს.

„უახლოეს დღეებში, საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი, მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავარობო სტრუქტურებს და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში. ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან, 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics