2018-06-18 11:09:56, 813 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ახალი შემადგენლობა მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება.
პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის შემადგენლობის განხილვის გრაფიკი დამტკიცდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კვირის ბოლომდე მთავრობის ფორმირების პროცესი დასრულებული იქნება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მთავრობის შემადგენლობას დღეს დაასახელებს. ამის შემდეგ პარლამენტი სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
შეგახსენებთ, სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 13 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
ავტორი: ,