|
2018-06-18 10:50:18, 590 ნახვა
საზოგადოება
ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე იმსჯელეს
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარების საკითხებზე საჯარო განხილვების მხარდაჭერას განაგრძობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოსა და ქედაში, სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ, და სამინისტროს შესაბამისი ერთეულების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, ასევე მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილ პროექტებს - „სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ და „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ახორციელებენ. პროექტების მიზანია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სიღარიბის შემცირება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით. შეხვედრის ძირითადი საკითხები შეეხებოდა სოფლის განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს. შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და ადგილობრივ კონტექსტთან შესაბამისობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის და მცირე ბიზნესის განვითარებას, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხებს, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შექმნას. “საქართველოს პროგრესი და ქვეყნის ძალისხმევა სოფლის განვითარების საერთო ეროვნული მიზნების მიღწევის მიმართლებით, მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანია სოფლის მოსახლეობისათვის აჭარაში. ადგილობრივების მხარდაჭერა, მათ შორის, არაფერმერულ აქტივობებში მათი ჩართულობის წახალისების მიზნით, განიხილება სოფლად სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვან ინტრუმენტად“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ. „მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები მიიღწევა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, რადგან მათ ყველაზე კარგად ესმით სოფლის გამოწვევები და პრიორიტეტები. ასეთი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ ინსტრუმენტს ევროკავშირის LEADER მიდგომა წარმოადგენს“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ. სოფლის განვითარების პრიორიტეტების შესახებ საჯარო განხილვები ტარდება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით. ევროკავშირის მხარდაჭერით, საჯარო განხილვები უკვე ჩატარდა თეთრიწყაროში და ყაზბეგში. სოფლის განვითარების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრები გაიმართება ასევე კახეთის და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან. ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
(NS)
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)