|
2018-06-16 11:34:54, 511 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ჩინეთის ქალაქ ნანჩანის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის დედაქალაქ ნანჩანის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ქალაქ ნანჩანგის ვიცე-მერს ციუ სიანძუნს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძე სტუმრებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სასტუმრო-ინდუსტრიის მიღწევებსა და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის დელეგაციას და აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ნანჩანგის ვიცე-მერმა ერთობლივი ეფექტიანი პროექტების განხორციელებაზე, ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე განიხილულ იქნა უკვე დაწყებული თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ჩინური ენის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილია ჩინური ენის შემსწავლელი კურსები. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩინურმა მხარემ სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა დარგში თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება. ვიცე-მერმა კამყოფილება გამოხატა საქართველოში სტუმრობით, კერძოდ კი აჭარის რეგიონში ჩამოსვლით. ხაზგასმით აღნიშნა რეგიონის დიდი პოტენციალი როგორც ტურიზმის კუთხით, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. შეხვერას ,,საპარტნიორო ფონდი"-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ესწრებოდნენ. დავით საგანელიძემ ხაზი გაუსვა ძიანსის პროვინციის გუბერნატორისა და გენერალური მდივნის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება საქართველო-ძიანსის პროვინციის ინვესტიციების ხელშემწყობი კონფერენცია. ჩინური მხარის ინფორმაციით კონფერენციაში 150-ზე მეტი ჩინური კომპანია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული კონფერენცია უკვე ორჯერ ჩატარდა თბილისში და 2018 წლის სესიას კი შესაძლოა ბათუმმა უმასპინძლოს.
(NS)
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო დროზე ადრე გაათავისუფლეს
ივანიშვილის პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი
ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო დარტყმების ერთკვირიანი შეჩერება გამოაცხადა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)